სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

12.05.23 15:35
სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ "პირველებს" აცნობა.

17:00 საათზე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგია ჩანიშნული. მინისტრი სავარაუდოდ, განცხადებას აღნიშნულ თემაზე გააკეთებს.

"პირველების" ინფორმაციით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილება გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა უცნობია, რა დაადგინა სტრასბურგმა.