"ქართველი ხალხის ღირსება დავიცავით" - ვოლსკი ევროპაში მოკავშირე პარტიის დატოვებაზე

12.05.23 15:57
"ქართველი ხალხის ღირსება დავიცავით" - ვოლსკი ევროპაში მოკავშირე პარტიის დატოვებაზე

პარლამენტის ვიცესპიკერი ევროპელი-სოციალისტების განცხადებას, რომელმაც უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაგმო, სამარცხვნოს და უტიფარს უწოდებს. გიორგიო ვოლსკი ამტკიცებს, რომ ევროპული ოჯახიდან წასვლით ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ღირსება დაიცვა. 

რაც ბოლოს მოხდა, ამან ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ვინაიდან პრემიერის ჩასვლას კონსერვატული პლატფორმის პოლიტიკურ ფორუმზე შეფასებული იქნა როგორც კატეგორიული მიუღებლობა სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებთან. ეს არის სამარცხვინო განცხადება, უტიფარი განცხადება, რომელსაც შესაბამისაად უნა ვუპასუხოთ. ადამიანი როდესაც აი, ამ კუთხით, ამ ინტენსივობით ამ ვითარებაში, რომელიც საქართველოში და მის გარეთ არის შექმნილი, ესოდენ მწარედ და უსაფუძლოდ გიტევს, რასაკვირველია, ღირსება შეინარჩუნა, არა პირადი, არამედ თქვენი ღირსება დავიცავით, - ამბობს ვოლსკი.