ხმაური ბორჯომში - გაფიცულ თანამშრომლებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ
"ბორჯომის" თანამშრომლების გაფიიცვა გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე ხმაური გამოიწვია დამატებითი საპოლიციო ძალების მობილზიებას.
თანამშრომლები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და მუშაობაზე უარს ამბობენ, აცხადებენ, რომ გაფიცვას იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ხელფასების მომატებასა და სამშაო პირობების გაუმჯობესებას არ მიაღწევენ.
გაფიცულებთან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ბუხუტი ნიკურაძე მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. პოლიცია "ბორჯომის" თანამშრომლების მაქანებს კომპანიის ეზოში გაჩერებაზე უფლებას არ აძლევს.
შსს-ს თანამშრომელი ამბობს, რომ გაფიცულებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს.