თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა - TI ივანიშვილის სარაგბო ბაზაზე

18.05.21 13:49
თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა - TI ივანიშვილის სარაგბო ბაზაზე

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის საკუთრება - კვლევის ავტორებისთვის გაუგებარია რაში იხარჯება ასი ათასობით ლარი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, გონივრული იქნებოდა, ის თანხები, რომელიც ასპინძის სარაგბო ბაზას ხმარდება, მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემების მოსაგვარებლად ყოფილიყო მიმართული. 

ნინოწმინდის მუნიციპაილტეტს არც ერთ ასაკობრივ კატეგორიაში არასდროს ჰყოლია არც ერთი მოთამაშე და ჯამში გადახდილი არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარი. ასევე, საინტერესოა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიც, იმიტომ, რომ 190 ათასი ლარია 2017-2020 წლებში ამ მუნიციპალიტეტიდან გადახდილი. სასმელი წყლის პრობლემა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი წყლის პრობლემაც, ასევე მოუწესრიგებელი გზების პრობლემა. ბუნებრივია, ამ კონკრეტული თანხის დახარჯვა შეიძლებოდა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორუფციულ სამსახურს იმ ტენდერების შესწავლას სთხოვს, რომელიც შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი“ იგებს. 

ასპინძის სარაგბო ბაზის 80 % -იან წილს ასოციაცია  „ატუ“,  ფლობს, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. კორუფციული სქემა შემდეგნაირია: სამცხე-ჯავახეთის 6-მა მუნიციპალიტეტმა დააფუძნა აიპი „ტაო“, სადაც ყოველთვიურად ასობით ათას ლარს რიცხავენ.

კვლევიდან, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ" ჩაატარა, ირკვევა, რომ ივანიშვილის კომპანიას ბიუჯეტიდან მილიონ 200 ათასი ლარი უკვე მიიღებული აქვს.

მსგავსი სიახლეები