უკრაინელი მეზღვაურების საქმე - სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

18.05.21 13:53
უკრაინელი მეზღვაურების საქმე - სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკრაინელი მეზღვაურების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრის სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს.

ადვოკატ ბექა ბასილიას განცხადებით, სამივე პირი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, რადგან ხელისუფლებამ, ისინი სააკაშვილის გამო დააპატიმრა. პროცესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამივე პირის დაკავებას აპროტესტებენ. 

ბრალდებულებს პროკურატურა საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

მსგავსი სიახლეები