თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს - ზელენსკი კონტრშეტევას აანონსებს

13.05.23 22:15
თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს - ზელენსკი კონტრშეტევას აანონსებს

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიურ მედიასთან ინტერვიუში კონტრშეტევას აანონსებს. "თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს"- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც. მე ვერ გიპასუხებთ როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები, მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს.