უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქამდე არასაკმარისი იყო - დანიუს ჟალიმასი

08.10.26 00:10
უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქამდე არასაკმარისი იყო - დანიუს ჟალიმასი

ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე ევროკავშირის პასუხი აქამდე არასაკმარისი იყო. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზნობრივი სანქციები და სავიზო შეზღუდვები, მათ შორის იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს ხელს უწყობენ.

ჟალიმასი ასევე მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე) აქამდე არასაკმარისი იყო. ამერიკამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა დაასანქცირეს ქართველი ხალხის რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირები, თუმცა ევროკავშირი, როგორც ერთიანი კავშირი, ჩამოორჩა ამ პროცესს. ჩვენ ეს ხარვეზი უნდა აღმოვფხვრათ. პირველი: უნდა დავაწესოთ მიზნობრივი სანქციები და ვიზების აკრძალვა, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს. მეორე: საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ, ხელშესახებ ნაბიჯებზე ამ კურსის შეცვლისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პირდაპირი მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმავდროულად კი მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები