"თავისუფლების მოედანმა" თბილისში "მთის ფორუმი" გამართა - რაზე იმსჯელეს
როგორ უნდა გაუმჯობესდეს მთაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა, რა პრობლემები აწუხებთ ადგილობრივებს და რა სჭირდებათ მათ გადასაჭრელად? ამ საკითხებზე სასაუბროდ მოძრაობა „თავისუფლების მოედანმა“ თბილისში სპეციალური ფორუმი გამართა. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მათ მთიან რეგიონებში პოლიტიკური ექსპედიცია ჩაატარეს, მოსახლეობას პირისპირ შეხვდნენ და მათი საჭიროებები შეისწავლეს.
ექსპედიციის ფარგლებში გაცნობილი ადგილობრივები დღეს თავად ესწრებიან ფორუმს და საკუთარ გამოცდილებასა და პრობლემებზე საუბრობენ.
დღეს "თავისუფლები მოედანი" ვმართავთ საქართველოს მთის ფორუმს. ჩვენ გასული თეების განმავლობაში შემოვიარეთ საქართველოს მღალმთიანეთი, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით, რომლებიც არიან ნამდვილი მეციხოვნეები ჩვენი ქვეყნის და იცავენ ჩვენს ტრადიციებს, იდენტობას, არ აქრობენ შუქს იმ სოფლებში, სადაც თუნდაც ბოლო მოსახლე არიან თვითონ. არის ისეთი პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს დღესაც შეუძლია, რომ მოაგვაროს თუკი ამის სურვილი და კომპეტენცია ექნება. ეს, რეალურად, აჩვენებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არც უნდა და არც შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ - "ოცნება“ კონკრეტულ საქმეებზე კითხვებს თავს არიდებს, ოპოზიცია მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა