"სააკაშვილის მოკვდინების გეგმა" - დამოუკიდებელი ექიმები ექსპრეზინდეტის ციხეში გადაყვანაზე
დამოუკიდებელი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მიხეილ საააშვილის ციხეში დაბრუნება მისთვის ფატალური იქნება. ქირურგი ლევან ფერაძე პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხელისუფლებას კი მისი მოკვდინების გეგმა აქვს.
მიხეილ სააკაშვილი ამ წუთში არის ღრმად უნარშეზღუდული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება გადაადგილებაში, დახმარება კვებაში და ა.შ. სრული სისუელელეა და ეგა რის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის. ეს არ ეხება მარტო სააკაშვილის ოჯახს, ეს არ ეხება მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“. არსებობს ორი კონსილიუმის დაკსვნა, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ აქვს არავითარი სურვილი სააკაშვილის გათავისუფლების და სრული პასუხისმგელობით ვაცხადებ, რომ მას აქვს მისი მოკვდინების გეგმა, - ამბობს ქირურგი ლევან ფერაძე.
ექიმი ლევან მეტრეველი კი ამბობს, რომ ის, ვინც სააკაშვილის ციხეშ დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს, სისხლის სამართლის საქმეში იქნება გარეული.
დაუყოვნებლივ, იმიტომ, რომ აქვს უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა და ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, როდის გაჩერდება მისი ორგანოები, იმიტომ, რომ აქ, რაიმე სხვა სამედიცინო ალტერნატივა არ არსებბობს. ვინც ასეთ რეკომენდაციას გასცემს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის გარეული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულში. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი კანონმდებლობით მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის დაუყოვნებლივ გათვაისუფლება. ორი მდგომარეობა, რომელიც მას აქვს და წერია მინისტრის შესაბამის ბრძანებაში; ეს არის მეოთხე ხარისხის კახექსია და დემენციის ის ხარისხი, რაც მას აქვს. აქ მისაღებია კანონიერი გადაწყვეტილება, - ამბობს ექიმი ლევან მეტრეველი.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყველდღიურად უარესდება და სტრასბურგის გააწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია.
ჩვენი კონსილიუმის წევრებმა იციან მისი დაწვრილებით რაც იყო დასაწყისში, როცა ჩვენ ვნახეთ და შესაბამისი დასკვნაც გამოვაქვეყნეთ, წინა ნახვასთან შედარებით, ეს იყო თებერვლის ბოლოს, კიდევ უფრო გაუარესებულია კახექსია და მისი მდგომარეობა არანაირად გაუმჯობესებული არ არის. წონის ვარდნა იყო კიდევ რამდენიმე კილოგრამის. სტრასბურგის გადაწყვეტიება ჩვენს დასკვნას ვერანაირად ვერ შეცვლის. გადაწყვეტილება რატომ მიიღეს ასეთი, ეს უნდა ჰკითხოთ იმ ხალხს, ვინც ირებდა ამ გადაწყვეტილებას ერთობლივად, - ამბობს გიორგი გრიგოლია.