მამამ მოაწყო მოსამართლის თანამდებობაზე - ჯანეზაშვილი ერთ-ერთ კანდიდატზე

18.05.21 14:45
მამამ მოაწყო  მოსამართლის თანამდებობაზე - ჯანეზაშვილი ერთ-ერთ კანდიდატზე

იუსიტიციის საბჭოს არამოსართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე გზირიშვილი თანამდებობაზე მამამისმა მოაწყო. 

დღევანდელ საქართველოში შესაძლებელია
მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს. არ მიკვირს ამ ქვეყნიდან წასვლა რომ უნდა უამრავ ადამიანს, რისთვის ვცხოვრობთ რომ მუდმივად უსამართლობას განვიცდიდეთ?
ბოლოს მემკვიდრეობით დარჩება თანამდებობები და უამრავი ბენეფიტები იმ ხალხის შვილებს, რომლებსაც გავლენები შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში, პატიოსანი ხალხი კი იქნება უცხოეთში გადახვეწილი
. ეს ადამიანი ალექსანდრე გზირიშვილი, ალბათ მალე გახდება მოსამართლე.

უბრალოდ თუ თქვენი ან თქვენი ახლობლის საქმის მოსამართლე იქნება, იცოდეთ, რომ მამამ მოაწყო მოსამართლის თანამდებობაზე", წერს ჯანეზაშვილი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები