"ივანიშვილს უცხო ყური არ აწყობდა" - თამაზ დათუნაშვილი რუსი მაღალჩინოსნების საიდუმლო ვიზიტებზე

14.05.23 13:22
"ივანიშვილს უცხო ყური არ აწყობდა" - თამაზ დათუნაშვილი რუსი მაღალჩინოსნების საიდუმლო ვიზიტებზე

რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო ვიზიტებს ივანიშვილთან ოპოზიციაში ეხმიანებიან. "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ შეხვერებზე ისეთი მძიმე საკითხები წყდებდა, რისი მოგვარებაც დისტანციურად შეუძლებელი იყო. 

ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილი ფრთხილი კაცია და რომ არა საუბრების მძიმე შინაარსი, ზედმეტ მოძარაობებს არ გააკეთებდა. 

ალბათ აქ ისეთი რაღაცეები წყდებოდა, რაც დისტანციურად ვერ ირკვევა, რაზეც დისტანციურად ვერ თანხმდებიან, რაზეც დისტანციურად ლაპარაკი არ შეიძლება და ასეთი ბევრი რამ არის დიდ გეოპოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობ. უცხო ყური ივანიშვილს ალბათ, ამ შემთხვევაში, არ უნდოდა, ისეთი შინაარსის საუბრები იმართებოდა ამ შეხვედრის დროს. ივანიშვილი ფრთხილი კაცია ზოგადად, ძალიან ფრთხილი კაცია და ზედმეტ მოძრაობებს არ გააკეთებდა, რომ არა ალბათ მძიმე შინაარსი იმ საუბრებისა, რომელიც უნდა შემდგარიყო პირისპირ, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

"ქართული ოცნება" რუსულ კავშირებშია მხილებული. მტკიცებულებები "შაბათის ეთერის გუნდმა" მოიპოვა. მოპოვებულია რადარების ჩანაწერები,  რომელიც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე ბიზნეს კლასის ბოინგიი რუსეთისან საქართველოში შვიდჯერ ჩამოფრინდა. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სპეციალური რეისებით საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები და პუტინის სანდრო ხალხი ჩამოდიოდა.