სისულელეს ლაპარაკობთ, მართლა ხომ არ ბნელა? - ვოლსკი რუსების საიდუმლო ვიზიტებზე
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟს, რომლითაც დგინდება, რომ პუტინის ახლო გარემოცვა საქართველოში საიდუმლო ვიზიტებს ახორციელებდა, მმართველ გუნდში სისულელედ აფასებენ. გიორგი ვოლსკი სკანდალურ ფაქტს "ზღაპარს" უწოდებს და ირწმუნება, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა.
სისულელეს ლაპარაკობთ, რა რადარი გაშიფრეთ. ახლა მართლა ხომ არ ბნელა ქვეყანაში? რადარი გასიფრა მელაძემ და ეს გაშიფრა მოწმობს იმას, რომ აი, ამ კრიტიკულ მომენტში პუტინის საძმო ვერტმფრენით ჩამოდიოდა საქართველოში, ყურში უჩურჩულებდნენ გადაწყვეტილებას და მერე მიფრინავდნენ, ეს არის აბსოლუტურა შეუსაბამო ზღაპარი, რომელიც შეიძლება ადამიანს დააჯერო თავისი აი, ამ იდუმალებიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ გინდათ, რომ მიანიჭოთ რაღაცა, - ამბობს ვოლსკი.
"ქართული ოცნება" რუსულ კავშირებშია მხილებული. მტკიცებულებები "შაბათის ეთერის გუნდმა" მოიპოვა. მოპოვებულია რადარების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე ბიზნეს კლასის ბოინგიი რუსეთისან საქართველოში შვიდჯერ ჩამოფრინდა. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სპეციალური რეისებით საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები და პუტინის სანდრო ხალხი ჩამოდიოდა.