ტერორისტი ქვეყნის მოკავშირეობა ამორალურია - ბაჩო დოლიძე
რუსეთის გადაწყვეტილებას საქართელოშ პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე გამიზნულ პროვოკაციად აფასებს. ოპოზიციის წევრს არ სჯერა, რომ საკითხი საქართველოს ხელისუფლების გარეშე გადაწყდა.
ბაჩო დოლიძის თქმით, ტერორისტ ქვეყნის მოკავშირეობა არასწორი და ამორალურია.
ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება ისე, რომ ქართულმა სახელმწიფომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. როდესაც შენს პოლიტიკას დადებითად აფასებს სოლოვიოვი, სიმონიანი და მთელი ეს კრემლის ორატორები, ანუ პრობლემა გაქვს. არ შეიძლება იქცე ტერორისტი ქვეყნის მოკავშირედ და არ შეიძლება კიდევ სხვის უბედურებაზე, რარაც ეკონომიკურ დადებით მაჩვენებლებზე საუბარი არის ამორალურზე ამორალური, - ამბობს დოლიძე.
გასცა თუ არა ქართულმა მხარემ პირველი ნებართვა რუსეთიდაან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე? - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სრული მდუმარებაა. "პირველებმა" კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც შესაბამის პასუხებს ელოდება.