უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა "ოცნების" მიმართ პუტინის ჯილდოა - ნადირაძე

14.05.23 14:15
უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა "ოცნების" მიმართ პუტინის ჯილდოა - ნადირაძე

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენას ირაკლი ნადირაძე პუტინის ჯილდოდ აფასებს. ენმ- ს წევრი ამბობს, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად,  საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ჯიუტად მიდის და ამაში დიდი როლი სწორედ ბიძნა ივანიშვილს მიუძღვის. 

მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნება ღიად უპირისპირდებოდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს როგორც ამერიკელებს, ასევე ევროპელებს და შესაბამისად, ეს არის ჯილდო პირადად პუტინისგან და კრემლისგან, რომ აღდგენს ფრენები და გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ არის არაერთი გაფრთხილება, რომ ეს შეიძლება გახდეს სანქციების ობიექტი ქვეყნისთვის, მაინც ჯიუტად მიდიან რუსეთისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გამოგზავნილი რუსეთიდან ამ მისიით, ამიტომ გამოატანეს მილიარდერები, რომ ქვეყანა დააბრინოს რუსეთში, - ამბობს ნადირაძე. 
 

გასცა თუ არა ქართულმა მხარემ  პირველი ნებართვა რუსეთიდაან საქართველოში პირდაპირი  ფრენების დაწყებაზე? -  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სრული მდუმარებაა. "პირველებმა" კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც შესაბამის პასუხებს ელოდება.