სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით სხვა გადაწყვეტილებას ველოდი - ალასანია სტრასბურგზე
გიული ალასანია ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილს დიდი მოლოდინი არ ჰქონია. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
პატიმარი პრეზინდეტის გაუარესებული ჯანმრთლების და ევროპარლამენტარების რეზოლუციების შემდეგ ალასანიასთვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია.
მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება. მე სხვა გადაწყვეტილებას ველოდი ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში, ამის ჯანმრთელობის. ზელენსკის განცხადება, მაია სანდუს და გარდა ამისა, პარლამეტარების ერთხმად მიღებული რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ის უნდა იყოს გადაყვანილი. ეს იყო უკრაინის პარლამენტი, ეს იყო პოლონეთის პარლამენტი. არაფერს გაეწია ანგარიში ამ ეტაპზე. ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული არასდროს ყოფილა ( სააკაშვილი), მე უფრო ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი, - თქვა ალასანიამ.