თრეფიკინგი სისტემური პრობლემაა, საკითხის შესწავლა დავიწყეთ - სახალხო დამცველის მოადგილე
სახალხო დამცველის აპარატი მოზარდების თრეფიკინგის საკითხის შესწავლას აანონსებს. ომბუდსმენის მოადგილე ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ პრობლემა სისტემურია და ცალკეული შემთხვევის გამოძიება წარმატებულ პოლიტიკას არ ნიშნავს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის დასაძლევად სახელმწიფოს ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.
ჩვენ უკვე ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ბავშვების მდგომარეობა, რამდენად ექნებათ მათ შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან სარეაბილიტაციო სერვისი შეთავაზებული და ა.შ. თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა არის სისტემური და არა მხოლოდ დღეს, არამედ უკვე წლებია. განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც იძლებით შრომას ეწევიან ხშირ შემთხვევაში, იძულებით მოწყალებას ითხოვენ, როგორც წესი, ამ ბავშვების უკან არიან ხოლმე რიგი ჯგუფი ადამიანებისა და ეს ცალკეული შემთხვევა გამოძიებისა, ვერ უზურნველყოფს სისტემური პრობლემის მოგვარებას. სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარ ეფექტურ, პრევენციურლ მექანიზმს ვერ ვხედავთ და ეს ერთეული შემთხვევა ვერ შეიძლება წარმატებულ პოლიტიკად შეფასდეს, - ამბობს ნათუა ჯულაყიძე.
არასრუწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა. ისინი ბავშვებს ყვავილებით ვაჭრობას და მოწყალებას თხოვნას ზეწოლით აიძულებდნენ, ფულს კი თავად ისაკუთღებდნენ. 4-ვე მათგან დღეს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.