ვიმედოვნებთ, რომ საქმის არსებით ნაწილში სააკაშვილის უფლებების დარღვევა დადგინდება - ადვოკატი სტრასბურგზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება დიი ბრძოლის მცირე ნაწილია. ინტერესების დამცველი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო საქმის არსებით ნაწილში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას დაადგენს.
რატომ მოხდა ეს, ბუნებრივია, ამაზე პასუხი ძნელი გასაცემია, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება დასავუთებით არ არის, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია მონაწილე, ეს გახლავთ ამ ეტაპზე მიზანშეწონილობა. ამ პროცედურულ საკითხზე უარი, ბუნებრივია, არის ერთ-ერთი ძალიან მცირე შემადგენელი ნაწილი ბრძოლისა. ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე საქმე ამ საქმის გარდა და იმეედი გვაქვს, რომ იქ, არსებით ნაწილში საქმეებისა, ჩვენ შევძლებთ, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენას. არავითარი ცვლილება რაღაც ტიპისა, რადიკალური ნაბიჯის გადაგმა არ იგეგმება, - ამბობს თუთბერიძე.