"სპეკულაციები უადგილოა" - კობახიძის მტკიცებით, სანქცირებული ბორტები საქართველოში არ იფრენენ

14.05.23 17:36
"სპეკულაციები უადგილოა" - კობახიძის მტკიცებით, სანქცირებული ბორტები საქართველოში არ იფრენენ

"ქართული ოცნება" რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული სანქცირეული თითმფრინავები საქართელოში ვერ იფრნენ და საუბარია მხოლოდ არასანქცირებულ ბორტებზე. მისი თქმით, აღნიშნული სრულა თავსებადია საერთაშორისო პრინციპებთან და სპეკუალაციები უადგილოა. 

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ არასანქცირებული ბორტები, თვითმფრინავები არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება მთლიანად თავსებადი იმ საერთაშორისო პრინციპებთან, რომლებიც დღეს არის სახეზე. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის, მე ვფიქრობ, არ არსებობს. ეს არის დღევანდელი პოზიცია და ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ გააიხედება. ცალხმრივად დაუწესდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიოა და ნათელია, - ამბობს კობახიძე.