ხელისუფლება გადაწყვეტილებაში პრინციპული იქნება - მდინარაძე რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე

14.05.23 17:43
ხელისუფლება გადაწყვეტილებაში პრინციპული იქნება - მდინარაძე რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე

ირაკლი კობახიძის მსგავსად, მამუკა მდინარაძეც ირმწუნება, რომ საქართველოში რუსეთიდან მხოლო არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენენ. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდა და მას  ხელისუფლება აღარ გადახედავს.

ამასთან, "ოცნების" ლიდერი ოპოზიციას სპეკუალციებში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ საქართველო არ დასანქცირდება. 

სანქცირებული ბორტები საქართველოში არ და ვერ იფრენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ განცხადება გაკეთდა, დანარჩენი ყველაფერი ამასთან დაკავშირეით არის ცალსახად სპეკულაცია. როესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით, ხოლო როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს, ამას ცდილობთ, რომ პრორუსულობა დაარქვათ და იქნებ დაფიქრდეთ, ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებაში და ლოგიკაში? ამაზე უნდა დაფიქრდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები. ხელისუფლება იქნება პრინციპული თავის გადაწყვეტილებაში და არ დაექვემდებარება რაღაც მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ტექნიკური საკითხების დაბლოკვით უნდა დასანქცირდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, - თქვა მდინარაძემ.