ხელისუფლებას პოლიტიკურ სქემებს მოსკოვი კარნახობს - სამადაშვილი
" ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურ სქემებს მოსკოვი კარნახობს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის" ხმაურიან გამოძიებას, რომლითაც დგინდება, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები საქართველოში საიდუმლო ვიზიტით 7-ჯერ ჩამოფრინდნენ.
ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ სქემებზე სასაუბროდ ჩამოდიოდა პუტინის გარემოცვა ივანიშვილტან შესახვედრად.
ვინმეს ხომ არ აქვს წარმოდგენა, რომ ღარიბაშვილს იმის გაქანება და ინტელექტი აქვს, რომ რამე სქემა დაალაგოს პოლიტიკური თუ სხვა? ცხადია, რომ ეს სქემები იქმნება მოსკოვში და ამ სქემების გახორციელებაზე ხდება კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, - ამბობს სამადაშვილი.