პუტინის გარემოცვის საიდუმლო ვიზიტები საქართველოში - "ოცნება" თავს იმართლებს

14.05.23 20:06
პუტინის გარემოცვის საიდუმლო ვიზიტები საქართველოში - "ოცნება" თავს იმართლებს

რატომ ერევა პუტინის გარემოცვა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში? -  შაბათის ეთერის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. რადარის ჩანაწერებიდან მოპოვებული მტკიცებულებების მიუხედავად, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მოსკოვიდან საქართველოში  კერძო რეისი არ შესრულებულა. 

2016-2019 წლებში პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის ევტუშენკოვის თვითმფრინავი საქართველოში 7-ჯერ დაეშვა. ბიზნეს კლასის ბოინგით საიდუმლო სტუმრები ექვსჯერ დედაქალაქში ჩამოფრინდნენ, ერთხელ ბათუმში. ყველა ფრენას წინ  გადამწყვეტი პოლიტიკურ მოვლენა უსწრებდა. 

 შაბათის ეთერის გუნდი ამ თემაზე გამოძიებას აგრრძელებს.  იკვლევენ კიდევ ორ თვითმფრინავს, რომელლიც მოსკოვიდან საქართველოში დაფრინავდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.