რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს და ენმ-ს სტასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ?
რას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და რა გეგმა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" სტრასბუგის გადაწყვეტილების შემდეგ? - კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერცერთი საუბრობს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ საჩივარში არსებითი ცვლილებები არ იქნება.
პარალელურად, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ საქართველში ყველა პატიმრის უფლება დაცულია, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტისაც. ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით ოპოზიცია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.