დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში - რაზე ისაუბრეს დარჩიაშვილმა და რასმუსენმა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იმართება. ლარს რასმუსინის და ილია დარჩიაშვილის პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრა მინისტრებს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მსჯელობის მთავარი საკითხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.
პრესკონფერენციის დროს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დანია საქართველოს ევროინტეგრაციის მხარს უჭერს და საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
პრესკონფერენციის დასრუნების შემდეგ დანიის საზოგაოებრივმა მაუწყებელმა ილია დადრჩიაშვილს დაუსვა კითხვა, რატომ არ შეუერთდა საქართელო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვას არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკთებს, რათა არ მოხეს საქნციების გვერდის ავლა.
შეკითხვას, დაუწესებდა თუ არა საქართველო რუსეთს საანქციებს, იმ შემთხვევაში თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნებოდა, დარჩიაშვილმა კვლავ არ უპასუხა.
საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის 1 წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთის. ეს არის ჩვენი ვალებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორიოს თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, - განაცხაა დარჩიაშვილმა კონფერენციაზე.