პირდაპირი ფრენების აღდგენაზე თანხმობა სერიოზული პროლემაა, "ოცნება" თავს ვერ იმართლებს - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს ვერ აღადგენს. ოპოზიცის წევრის თქმით, "ოცნების" მხრიდან თანხმობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საკიტხის ისე წარმოჩენა თითქოს ხელისუფლება არაფერ შუაშია, მხოლოდ ცინიზმია.
პირდაპირი ფრენების აღდგენა ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი, ამიტომ ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ რუსეთმა ასე გადაწყვიტა და ჩვენ არაფერი პოზიცია არ შეგვიძლია დავაფიქსიროთ. პირდაპირი ფრენა ვერ გახორციელდება თუ არ იქნება საქართველოს თანხმობა. ამიტომ, ეს თანხმობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამართლება ამ საკითხის ჰუმანიტარული მოსაზრბებეით არის დაცინვა და ცინიზმი მათ შორის ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც იძლებულები არიან, რომ რუსეთში იცხოვრონ, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ვლდიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა