არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია 12 სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს. ისინი კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიღეს. კომისიის წევრების თქმით, ისინი განსაზღვრავენ რომელი უბნები გადაითვლება.
კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ევროპელი სოციალისტების" წევრები შედიან. კომისიის წევრები არიან: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური.კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძეა. ოპოზიციამ კომისიას უნდობლობა გამოუცხადა.
კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა და მიზნად ისახავს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესწავლას. კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.