ცესკოს დაკომპლექტება - პარლამენტმა პრეზიდენტისთვის უფლების ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტისთვის უფლებების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს. ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში. მალე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა.
კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ცესკოს ფორმირების ახალი წესი მიუღებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ ჩახსნეს ამ პროცესიდან საქართველოს პრეზიდენტი.
კომიტეტის სხდომას დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ესწრებოდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პრეზინდეტისთის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევა არასწორია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავორბამ მხოლოდ იმიტომ მიიიღო, რომ ზურაბიშვილის შერჩეული კანდიდატები მისთვის მიუღებელია.
რატომ გამოეთიშა პრეზიდენტი ამ საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბების პროცესისგან? ეს ცვლილება მიმართული იყო მაინც იქითკენ, რომ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, შეზღუდვოდა არჩევანის გაკეთების საშუალება და ხომ არ არის ეს განპირობებული იქიდან, რომ პრეზიდენტმა არ წარმოადგინა ბოლოს მმართელი გუნდდისთის სასურველი კანდიდატი და ხომ არ ხება ამიტომ პრეზიდნეტის ამ პროცესისგან ჩამოშორება?, - თქვა მსხილაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ წარმოდგენილი პროექტით პრეზიდენტის უფლება არ იზღუდება.
პრეზიდენტის უფლება არანაირად არ იზღუდება, როდესაც ის, კონკრეტულ კომისიაში, რომელიც გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით ა სრული ღიაობით განახორციელებს შერჩევას და ამ კომისიაში სწორედ პრეზიდენტის მიერ იქნება ნომინირებული და შესაბამისი უფლებამოსილებით დელეგირებული კონკრეტული წარმომადგენელი, - თქვა მიქანაძემ.
ვეტოსთვის ემზადება სალომე ზურაბიშვილიც.