პოლიტიკური დევნის ერთი წელი - ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა
პოლიტიკური დევნის ერთი წელი - ნიკა გვარმიას პატიმრობაში ყოფნიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ევროპელი და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, მედიამენეჯრი "ქართულ ოცნებას" ისევ ციხეში ჰყავს გამომწყვეული.
"მთავარი არხის" დმაფუძნებლის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ რუსული ხელისუფლებისგან რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს არ ელოდება. ამის მიუხედავად, მისი თქმით, ნიკას გათავისუფლების მოძრაობა მისი ციხიდან გათავისუფლების მიზნით კონსულტაციებს აქტიურად გადის. ლილუაშვილის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ერთია და ის რუსული ხელისუფლების შეცვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციაში მდგომარეობს.
საპატიმროდან დახსნის ლეგიტიმური გზა ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რუსული ხელისუფლება რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მე რაც ვიცი, ნიკას თავისუფლების მოძრაობა აქტიურად გადის კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საზღვარგარეთაც, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ჩემთვის უცნობია. გზა არის მხოლოდ ერთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს რუსეთისგან და რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია,- ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი.
გვარამია ციხეში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენით ზის, რომელმაც მთავარი არხის ხელმძღვანელი დამნაშავედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.