პუტინის განკარგულება ძალაშია - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა
პუტინის განკარგულება ძალაშია - რუსეთთან პირდაპირი ფრეენსბი გასაპროტესტებლად დრეს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია 19:00 საათძეა დაანონსებული.
ათასობით ადამიანი დღეს მოითხოვს, არ აღადგინოს საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები.
"დღევანდელი აქციის მოთხოვნა არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე რუსეთთან საქართველოს ხელისუფლება შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუ ჩვენ აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები არსებობს დიდი რისკები, რომ ჩვენი აეროპორტები დასანქცირდება, არსებობს რისკები, რომ ჩვენც მოვყვებით საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან ყველაფერი ამით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქ დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას. ის ცდილობს ლავირებას რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს ჩვენი სინდისი და ჩვენი ღირსებით ლავირების შესაძლებლობა" - ამბობს იურისტი, კახა წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. პუტინის ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.