საკითხავია, რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ "საჩუქარს" ახლა? - დეგნანი ფრენების აღდგენაზე

15.05.23 13:23
საკითხავია,  რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ "საჩუქარს"  ახლა? - დეგნანი ფრენების აღდგენაზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში რუსეთიდან პირდაპირი ფრენების საკითხს ეხმიანება და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ამ გარემოებას მოჰყვეს. დიპლომატისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს პუტინის ეს ჟესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მისასალმებელი. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა უფრო გასახარებელი ფაქტი იქნებოდა. 

ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასთან და რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით. საკითხავი ის არის, თუ რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ საჩუქარს ახლა? ვფიქრობ, ქართველები გაცილებით უფროკმაყოფილები იქნებოდნენ, პუტინს რომ ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან რომ წაეღო აფახაზეთისა და ცხინვალის აღიარება. რაც შეეხება ავიაკომპანიებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რადგან ბევრ ასეთ ავიაკომპანიას არ აქვს სათანადო ნაწილები და მომსახურება, ეს აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრრხთოებასთან დაკავშირებით. მართლაც გაუგებარია, რატომ უნდა იყოს საქართველოსთვის მისასალმებელი ასეთი ჟესტი, ასეთი საჩუქარი, ასეთი აგრესორისგან როგორიც რუსეთია, 

ვლდიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა