"ოცნებას" სამ თვეში 300 000 ლარი შესწირეს, 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია
2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, 640 569 ლარიდან თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით.
"ქართული ოცნების“ 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს.
კვლავის თანახმად, "ქართულ ოცნებას" 10 000 ლარი შეწირა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმმა, თამაზ თამაზაშვილმა. ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული.
კვლავე სრულად ნახეთ აქ