"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის
"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - განცხადება პარტიის ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
რაც შეეხება ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატი აქვს, ბობოხიძე ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წავა თუ არა პარტიიდან თუ შეუერთდება პარლამენტის მუშაობას.
საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე არის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, ევროპულ საქართველოს ნაკაიძის მეშვეობით შეუძლია, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელი ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება", - თქვა ბობოხიძემ