დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

15.05.23 15:40
დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

 "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის გარდაუვალი და აუცილებელიიმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები იყვნენ დაცულები"- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ლელო" რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვს. 

ამასთან, კუპრაძემ საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდდნენ პარლამენტთან 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას. 

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დადგა ძალიან მარტივი არჩევანი, რაზეც პასუხიც ასევე მარტივია - ეს არის ვიზების შემოღება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ "ქართული ოცნების" ნებართვის გარეშე წარმოუდგენელი და გამორიცხულია, რუსეთში პირდაპირი ფრენების რეალობაში მიღება. "ქართულმა ოცნებამ" ეს თანხმობა უკვე გასცა, რაც ცალსახად უკვე მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მთავარ ნებას, მთავარ მოცემულობას, რომელიც საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზი უნდა იყოს. ეს ეხება მარტივად სავიზო რეჟიმის შემოღებას. სავიზო რეჟიმის შემოღების გარეშე ჩვენ მივიღებთ დასავლეთისგან დაშორებას, ჩვენ მივიღებთ დასავლეთისგან დაკეტილ კარებს და მივიღებთ რუსეთში ფართოდ გახსნილ კარებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მთავარ დაკვეთას. მარტივია, იმისა გააზრება, რომ ხელისუფლების ეს ანტი-ეროვნული, ანტი-დასავლური ნაბიჯები უქადის ჩვენ ქვეყანას დასანქცირებას. ის, რომ დღეს შესაძლებლობა ჩნდება სანქციებისა მხოლოდ და მხოლოდ ქართლი ოცნების პასუხისმგებლობაა მარტივად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა სცდება ჩვენი საგარეო პარტნიორების ძირითად მოთხოვნებს.

"ქართლი ოცნება" არის ძალა, რომელიც დღეს პრორუსული პოლიტიკის ცდილობს, რომ საბოტაჟი გაუკეთეს ევრო ინტეგრაციის გზას. ეს გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მნიშვნელოვანი, გარდაუვალი და აუცილებელი ნაბიჯი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთს მოქალაქეებისთვის, რაც დააზღვევს ამ ქვეყანას და გადაარჩენს სანქცირების რისკისგან, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკას, რუსეთიდან შემომავალი ძალიან დიდი ნაკადებისგან და ამისთვის მოგიწოდებთ, დღეს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან იმართება მოქალაქეების მიერ დაანონსებული აქცია "უარი რუსეთს პირდაპირ ფრენებზე". მოდით დაუდექით გვერდით მნიშვნელოვან მოთხოვნებს, რაც არის სავიზო რეჟიმის შემოღება და პირდაპირი ფრენების დაუშვებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობთ" - თქვა ირაკლი კუპრაძემ.