ფრენების აღგენა პუტინის სატყუარაა, რომელშიც ქართველების ჩათრევა უნდათ - ხაზარაძე

15.05.23 15:39
ფრენების აღგენა პუტინის სატყუარაა, რომელშიც ქართველების ჩათრევა უნდათ - ხაზარაძე

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას "ლელოს" ლიერი მამუკა ხაზარაძეს პუტინის სატყუარას უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში აგრესორი რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ხელს სწორედ "ქართული ოცნება" უწყობს.

ხაზარაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს და ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის სისრულეში მოსაყვანადდ ყველა ღონეს იხმარს. 

პუტინის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულება არის სატყუარა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი თანამოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავით სამარცხვინოდ გამოისტუმრეს რუსეთიდან. ამ პოლიტიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“ , რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. რუსეთი არის აგრესორი და ამავე დროს, რუსი მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან საქართველოში, უვადოდ არიან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიაზე. სასწრაფოდ მასთხოვია და ამას „ლელო“ ითხოვს ბოლო თითქმის 2 წლის განმავლობაში, რომ სასწრაფოდ შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამ საკიტხის გასატანად „ლელო“ გააკეთებს ყველაფერს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად. აგრესორი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, რომელიც სასტიკ სისხლის ღვრას სჩადის უკრაინაში, მისგან შემოთავაზებული ნებისმიერი სატყუარა უნდა იქნეს ოკუპირებული. აი, ეს იქნება ნამდვილი, ღირსეული პოზიცია იმისა, რომ საქართველო, როგორც სუვერენული, დამოუკიებელი ქვეყანა, იყოს იქ, სადაც მას ეკუთვნის, რომ იყოს, - თქვა ხაზარაძემ.