ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

15.05.23 15:46
ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება.

სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.