შეიქმნება თუ არა ქოლცენეტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია? - "ოცნება" განხილვას აჭიანურებს

15.05.23 16:02
შეიქმნება თუ არა ქოლცენეტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია? - "ოცნება"  განხილვას აჭიანურებს

ქოლცენტრების საქმეზე სგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში 110 საკითხად შეიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე ვერ გავა.

ოპოზიცი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" საკითხის განხილვას განგებ აჭიანურებს, რადგან ე.წ. ქოლცენტრებს სწორედ ისინი მფარველობდნენ. 

ქოლცენტრები ვერ იფუნქციონირებდა ქვეყანაში, ალაგელაურ საქმიანობას ვგულისხმობ, ცხადია, მფარველობას თუ არ უწევს ამ საქმიანობას ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები, შესაბამისად, "ქართული ოცნების" და მის გარშემო არსებული ხალხისგან. ამიტომ, არწმუნებული ვარ, რმო "ქართული ოცნება" იგივეს გააკეთებს და შეეცდება, რომ ეს საგამოძიებო კომისია ამ მომენტში არ შეიქმნას, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა კომიას აქვს, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს "გირჩის" თავმჯომარე იაგო ხვიჩიაც. 

ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქოცები და ნაცები შანსს არ გაუშვებდნენ ერთმანეთთან ამ კომისიის ფარგლებშიც ეჩხუბათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო, რომ მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს ამ საქმეში, ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ დაუჭირა მხარი. ქოცებს ხუმრობით, ქოლცებსაც კი ვეძახი მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გაირკვა, - ამბობს იაგო ხვიჩია.