3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული - მინისტრი რუსეთთან ფრენებზე

15.05.23 16:01
3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული - მინისტრი რუსეთთან ფრენებზე

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების დაწყების სურვილი არამარტო რუსულმა, ასევე ქართულმა კომპანიამაც გამოთქვეს - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიებს ფრენების დაწყება უნდათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან.

"დღეისათვის მოთხოვნაა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით, ამ სამივე აეროპორტიდან როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან"- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დოკუმენტების შესწავლა დღის ბოლოს დასრულდსება. 

დავითაშვილის თქმითვე, განაცხადები შესულია სამი რუსული და ერთი ქართული კომპანიისგან, თუმცა მინისტრი მათ სახელებს არ ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ქვეყნის ბაზარზე.