ქოცებს ხუმრობით "ქოლცებს" ვეძახი - იაგო ხვიჩია
"გირჩის" თავმდჯომარე იაგო ხვიჩია ფირქობს, რომ "ქართულ ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნა არ აწყობს, რადგან შიშობს, რომ მისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ოპოზიციის წევრის ტქმით, ამის გამო "ქოცებს" ხუმრობით "ქოლცებსა" კი უწოდებს.
ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქოცები და ნაცები შანსს არ გაუშვებდნენ ერთმანეთთან ამ კომისიის ფარგლებშიც ეჩხუბათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო, რომ მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს ამ საქმეში, ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ დაუჭირა მხარი. ქოცებს ხუმრობით, ქოლცებსაც კი ვეძახი მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გაირკვა, - ამბობს იაგო ხვიჩია.
ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში 110 საკითხად არის. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკიტხის განხილვას განგებ აჭიანურებს.