ხმაური პარლამენტში - ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი დარბაზიდან გააძევა

15.05.23 17:21
ხმაური პარლამენტში - ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი დარბაზიდან გააძევა

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორაგნიზაციის წევრი დარბაზიდან მანდატურების დახმარებით გააძევა.

ლევან ნატროშვილს პასუხის გაცემა ხელისუფლების ტყუილზე აგებულ პროპაგანდაზე სურდა, მაგრამ "ოცნებამ" ამის საშუალება არ მისცა. ოხანაშვილი კომიტეტის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ისფედი წინა არჩევნების გაყალბებას ცდილობდა. ნატროშვილს ჯერ მიკროფონი გამოურთეს, შემდეგ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

ჩემს ორგანიზაციას შეეხეთ და თქვით რაღაც, რაზეც მინდა, რომ პასუხი გაგცეთ, - უთხრა ოხანაშვილს ნატროშვილმა, რასაც კომიტეტის თავმდჯომარის გაღიზიანება მოჰყვა. 

თქვენ ვერ ხვდებით, როგორც ჩანს. თქვენ ხართ მოსული აქ შეკითხვებისთის მომხსენებლთან. თქვენ პოლიტიკოსი ხართ თუ ვინ ხართ? ხმას დაუწიეთ, თორემ მოგიწევთ დატოვოთ დარბაზი. თუ ქცევის უნარი არ აქვთ, გაბრძანდებით ახლა დარბაზიდან და როდესაც მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, შემდეგ შემოხვალთ. გაბრძანდით დარბაზიდან, გაძევებული ხართ კომიტეტის სხდომიდან. დატოვეთ ახლავე სხდომა. მოქცევას როცა ისწავლით, მაშინ შემოხვალთ - თქვა ოხანაშვილმა