სააკაშვილი მარტო პარტიის პრეზიდენტი იყო? - გიული ალასანიას მიმართვა

15.05.23 17:09
სააკაშვილი მარტო პარტიის პრეზიდენტი იყო? - გიული ალასანიას მიმართვა

მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსული გიული ალასანია ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი მარტო ენმის პრეზიდენტი არ ყოფილა. 

მესამე პრეზიდენტის დედა "ყველა ფორმით აქტიურობის მომხრეა":

"მარტო პარტიის პრეზიდენტი იყო? თუ საერთოდ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მე ასე მახსოვს. აქტიურობა ყველანაირი ფორმით"- განაცხადა "ვივა-მედთან" გიული ალასანიამ. 

მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ფეხქვეშ თელავს: 

ეს არის გათელვა ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამდენმა პარლამენტმა მიიღო. პოლონეთის, უკრაინის პირველ რიგში, იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეა და პირველ რიგში ყოველთვის უკრაინა უნდა ვახსენო.

პოლონეთის, ლიტვის, ბრიტანეთის და ამდენი პრეზიდენტის, ევროპარლამენტის სხვათა შორის. 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, შეთანხმებული, რომლებიც ითხოვს, რომ ექიმების ჯგუფი შემოეყვანათ და არანაირი ანგარიში ამას არ გაეწია, არავითარი ექიმები.

გადაწყვეტილებაში ეწერა ნათლად, რაც თქვა, რომ - დაუყოვნებლივ! და სხვათა შორის არანაირი განმარტება ამას არ მოჰყოლია, მხოლოდ ერთი წინადადება მოსხლეტით არის ნათქვამი, რომ არ ვართ მომხრე, რომ ამ მომენტში ეს მოხდეს. მე მქონდა უფრო ოპტიმისტური მოლოდინი" - გიული ალასანია.