მელია კიოდა, აქციებმა აქტუალობა დაკარგაო, მისი ღალატი ბევრჯერ გამოვცადე - თაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი ენმ-ს პარტიის ყოფილი მენეჯმენტს აკროტიკებს და ახალ თავმჯდომარეს იცავს - "მათი პრეზიდენტი იყო და არის ციხეში, პრაქტიკულად მომაკვდავია"- უთხრა დეპუტატმა "პირველებს".
ჩარკვიანი საქციების მუხტის ჩახშობაში მელიას და დეკანოიძეს ადანაშაულებს.
ეს ბიჭი, 4 თვეა რაც მოსულია - ხაბეიშვილი და თუ მსგავსი სიტუაცია გაგრძელდება მასაც ვეტყვი, მაგრამ 3 წლის განმავლობაში იყო ნიკანორ მელია და პასუხს მას ვთხოვდით ხომ, ხომ ასეა?
"აქციებმა აქტუალობა დაკარგა" - ეს ნიკანორ მელიას ცნობილი ფრაზაა ხომ? ამას კიოდა მუდმივად. ყველაფერი გააკეთეს ზუსტად მელიამ და ხატია დეკანოიძემ, რომ აზრი დაკარგვოდა პარლამენტიდან გამოსვლას. ამათმა ყველაფრით ისარგებლეს, თანხით, ფინანსით, მიშას ხმებით, აბა რას წარმოადგენდნენ ისე ძალიან გთხოვთ, გარკვეული ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ "ფეიკ" ოპოზიციასთან ერთად კი არ იდგე, არამედ ნამდვილებთან, რომ კიდევ, რომ დაანონსდება აქცია, კიდევ ზურგში დანა არ მივიღო ნიკა მელიას ნაირებისგან. ბევრჯერ გამოვცადე მე ამ ბიჭის, (ნიკა მელიას) ღალატი" - თაკო ჩარკვიანი.