თაკო ჩარკვიანი პოლიტიკური ბუტაფორიაა - ხატია დეკანოიძე
პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს რომ თაკო ჩარკვიანი მისი და ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოიყენეს. დეკანოიძე "კანონი და სამართლის" თავმჯდომარეს "პოლიტიკურ ბუტაფორიას" უწოდებს.
დეკანოიძის მტკიცებით, ჩარკვიანს არაფორმალური მმართველები იყენებენ.
ეს ადამიანი არის პოლიტიკური ბუტაფორია, პოლიტიკოსის თვითონ და ძალიან ვწუხვარ, ზოგადად, რომ კონკრეტულად ქალს კაცები იყენებენ. ინსტრუმენტალიზაცია ხდება ქალის ამ მიმართულებით იმიტომ, რომ მთავარი ფუნქცია, რაც შეითავსა და შეუთავსეს ეს არის ზუსტად ტალახის სროლა, სასულელეების გავრცელება და ზოგადად ძალიან დიდი სიბინძურის ამოტივტივება, რაც რეალობაში არ არსებობს. რაღაც კონკრეტული დავალებები აქვს ამიტომ, შესაბამისად ახლა რა უნდა გესაუბროთ ადამიანზე, რომელიც თვლის, რომ მაგალითად პოლიციაში მუშაობა, პოლიციის უფროსობა უკრაინისა საქართველოში სირცხვილია" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში გუშინ გააკრიტიკა და დაწერა, რომ "ადეიშვილ-მერაბიშვილის უპირობოდ ნებაყოფლობით პაიკ ხატია დეკანოიძეს, ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა, თუ დანაშაულზე სიტყვა არ დაუძრავს და 2023 წელს აღმოაჩინა წითელი ხაზები“.