ლევან ბერძენიშვილს 20-მდე ნიღბიანმა ჩასაფრება მოუწყო - პროფესორი მომხდარს ივანიშვილისა და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს
ლევან ბერძენიშვილს ნიღბიანმა პირებმა საკუთარ სახლთან სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყვეს - 20-მდე პირმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.
ჩასაფრება პროფესორს იმ დროს მოუწყვეს, როცა ის უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა.
ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან შეკრებილებს სავარაუდოდ მის მიმართ ანგარიშსწორება უნდოდათ.
"ჩემ სახლთან მოვიდა 15-20 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, კუნთმაგარი, ჯვირანი ქუდებით, ნიღბიანები. შეკითხვაზე, რა გნებავთ, იღიმოდნენ ცინიკურად და აშკარად ჩემს მოსვლას ელოდებოდნენ. მე გზაში გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ჩამმა ოჯახმა გამოიძახა პატრული და სანამ პოლიცია მოვიდა, ადგილზე გამოცხადდნენ ჟურნალისტები და როგორც კი ტელევიზია გამოჩნდა, ეს ხალხი გაქრა.
ამას ვუკავშირებ იმას, რომ ვაკრიტიკებ ხელისუფლებას"- აცხადებს ბერძენიშვილი.
"პირველების" კითხვაზე, ვისზე გაქვთ, ეჭვი, პროფესორი ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილზე".
იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს და არსებულ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ. ვინ დაუკვეთა ჩამი ცემა ეს მე არ ვიცი. მე ვიცი რატომ დაუკვეთეს. ვაჟა-ფშაველას და ალუდა ქეთელაურის გამო არა, რადგან ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს. ეს იყო კუნთმაგარი ხალხი მოქსეული"- დასძინა მან.