საარჩევნო რეფორმა - "ოცნება" და შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს
„ქართული ოცნება“ და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს. მხარეები ამ წუთებში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. განხილვის მთავარი საკითხი მოახლოებული არჩევნები და მიშელის დოკუმენტის მიხედვით გასატარებელი ცვლილებებია - მათ შორის, საარჩევნო ადმინიტრაციის დაკომპლეტების და ხმის მიცემის პროცედურები.
დღეს არის განხილვა საარჩევნო საკითხების. კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრა ეხება ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ არცევნებზე გაყალბება ნაკლებად იყოს, - ამბობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
ეს ამ ფორმატში გამართული ბოლო შეხვედრაა. შეხვედრის შემდეგ პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, სადაც არსებულ დოკუმენტზე უკვე უცხოელი ექსპერტები იმსჯელებენ.