Azimuth-მა საქართველო-რუსეთს შორის ფრენის ნებართვა მიიღო

15.05.23 18:43
Azimuth-მა საქართველო-რუსეთს შორის ფრენის ნებართვა მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

ცნობილია, რომ ფრენები მოსკოვი- თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება .

სააგენტოში ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.