ადგილზე მისულ პოლიციას მშვიდი ვითარება დახვდა - შსს ბერძენიშვილის საქმეზე გამოძიებას არ იწყებს

15.05.23 20:02
ადგილზე მისულ პოლიციას მშვიდი ვითარება დახვდა - შსს ბერძენიშვილის საქმეზე გამოძიებას არ იწყებს

ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი, შსს პირველ კომენტარს აკეთებს. 

გომელაურის უწყების ცნობით, ადგილზე მისულ პოლიციას მშვიდი ვითარება დახვდა. უწყება პროფესორის განცხადების საფუძველზე გამოძიებას არ იწყებს: 

პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე ადგილზე გამოცხადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  სადაც მათ დახვდათ მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი. მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამოდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია.