უარი თქვით რუსეთთან ავიამიმოსვლაზე! - აქცია პარლამენტთან

15.05.23 20:17
უარი თქვით რუსეთთან ავიამიმოსვლაზე! - აქცია პარლამენტთან

უარი თქვით რუსეთთან ავიამიმოსვლაზე!- ამ მოთხოვნით  ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მოვლენების ეპიცენტრია რუსთაველის გამზირი.  მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ  ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა ქუჩიდან ცდილობენ ხმა მიაწვდინონ "ოცნებას" და უთხრა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია ევროპა და არა რუსეთი!

ქუჩაში გამოსულები ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან  ხალხის უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას. სრულად გვაშორებს ევროპას და მაქსიმალურად გვაახლოებს რუსეთთან, იმ ქვეყანასთან, რომელსაც პრაქტიკულად მთელმა დასავლეთმა ურთიერთობაზე უარი უთხრა.