"თაკო ჩარკვიანს მერაბიშვილი და კეზერაშვილი ალაპარაკებენ" - ახალი დაპირისპირება ენმ-ში

15.05.23 20:31
"თაკო ჩარკვიანს მერაბიშვილი და კეზერაშვილი ალაპარაკებენ" - ახალი დაპირისპირება ენმ-ში

"თაკო ჩარკვიანს ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ალაპარაკებენ" - ნიკა მელიამ კარტები ბოლომდე გახსნა და  ყველაფერი თქვა, რასაც მანამდე არ ამბობდა.  "ნაციონალური მოძრაობის" ექს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გავლენები მხოლოდ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაზე არ ვრცელდება. 

ერთ-ერთი ვერსიით, ჩარკვიანს, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კრიტიკოსების ლანძღვის ნაცვლად,  2024 წლის საარჩევნო სიაში ადგილს გარანტირებულად ჰპირდებიან.  

მელიას გარდა, თაკო ჩარკვიანის  სამიზნე  გახდა ხატია დეკანოიძეც. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ გაატარა, რაც დეკანოიძემ საჯაროდ ვანო მერაბიშვილი  გააკრიტიკა.  ოპოზიციური პარტიის ყოფილმა ლიდერმა დღეს  ჩარკვიანს პასუხი  პირველად გასცა.

"ადამიანი, ვისაც განცხადებების შინაარსს არაფორმალური მმართველები კარნახობენ" -ამბობს დეკანოიძე ჩარკვიანზე.

ამ პროცესებს  კი ვივა მედის პალატიდან თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობისგან პრაქტიკულად საპროტესტო აქციები მოითხოვა. 

ახალი დაპირისპირება ენმ-ში - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში