სროლა სამთავრობო კვარტალში - ვინ არის დაჭრილი (ახალი დეტალები)
თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე დაჭრილი 30 წლამდე პირი, თორნიკე გაბელაშვილია - როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, დაჭრაში ბრალდებული დაშავებულის მეგობარია, გასროლას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
სამთავრობო კვარტალში ორმხრივი სროლის ხმა გაიგეს. გაბელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ფეხის არეში აღენიშნება.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს, ამასთან, 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.