ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცი ლევან ასლანიშვილია
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთის მიმდებარედ, 36 წლის ლევან ასლანიშვილი დღეს გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცება იმ დროს მოხდა, როცა ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რა ვითარებაში მოხდა ასლანიშვილის დაკავება, რა იციან ოჯახის წევრებმა ? - გიორგი დვალიშვილი ესაუბრა მათ.