ვინ და ვისი დავალებით გეგმავდა ბერძენიშვილზე კიდევ ერთ ანგარიშსწორებას - რატომ არ იწყება გამოძიება?

15.05.23 20:50
ვინ და ვისი დავალებით გეგმავდა ბერძენიშვილზე კიდევ ერთ ანგარიშსწორებას - რატომ არ იწყება გამოძიება?

 ვინ და ვისი დავალებით გეგმავდა ლევან ბერძენიშვილზე კიდევ ერთ ანგარიშსწორებას? 20-მდე ნიღბიანმა  პროფესორს ჩასაფრება იმ დროს მოუწყო,  როდესაც ის უნივერსიტეტიდან სახლში მიდიოდა. ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ ნიღბიანთა ჯგუფი სწორედ მას ელოდებოდა, რადგან მის სახელს ხშირად ახსენებდნენ. მას შემდეგ რაც ოჯახმა  პოლიცია გამოიძახა და ადგილზე ჟურნალისტებიც მივიდნენ,  სავარაუდოდ ანგარიშსწორებისთვის მობილიზებული ჯგუფი ადგილიდან გაიქცა. 

ბერძენიშვილი მომხდარს მის მიერ ხელისუფლებისა და ივანიშვილის კრიტიკას უკავშირებს. ივანიშვილი ბერძენიშვილზე გაბრაზებულია. ამას ადასტურებს  "ქართუ ფონდის" გამგეობის თავმჯდომარის სახელით გავრცელებული განცხადება.  ნიკოლოზ ჩხეტიანი წერს, რომ "ბერძენიშვილს არ აქვს მორალური უფლება ისტორია ასწავლოს საზოგადოებას".